პატარა ნიკუშას თირკმელის გადანერგვის ოპერაციისთვის 10 ათას ლარს ჩაურიცხავენ

882
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია  პატარა ნიკუშა ჭიჭიკოშვილის შესახებ. მრავალმა ადამიანმა გამოთქვა მისი დახმარების სურვილი და ბევრი მათგანი უკვე დაეხმარა მას.

როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მისი თირკმლის გადანერგვის ოპერაციას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)  დააფინანსებს.

ამის შესახებ ამავე უნივერისტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი შაკო მესხი სოციალურ ქსელში წერს.

“იმედია კონკრეტული პიროვნება არ გამიბრაზდება. პატარა ნიკუშას თირკმლის გადანერგვის ოპერაციისათვის მამამისის პირად ანგარიშზე უნივერსიტეტი SEU ჩარიცხავს 10 000 ლარს. უსაყვარლესი ნიკუშა, რომელმაც ასე ძალიან შეგვაყვარა თავი მთელ საქართველოს, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE