რას აკეთებდნენ ნანუკა ჟორჟოლიანი და ვახო სანაია 2012 წლამდე?

285
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, ვახო სანაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ წერს, თუ რა შინაარსის გადაცემებს აკეთებდნენ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს.

“კაპასა ვახუნა სანაია პოსტს პოსტზე აცხობს, თუ რა საშინელი ვითარებაა ქვეყანაში, როგორ უჭირს ხალხს და როგორი რეჟიმი გვმართავს თურმე! ასეთივე დღეშია ნანულა ჟორჟოლიანიც, განიცდის თურმე ნამეტანი მოსახლეობის ბედს და ღამე ვერ იძინებს დამაწყნარებლების გარეშე.

რატომ ვწერ ამას? უბრალოდ, გამახსენდა, რას შვებოდა ორივე ეს მოღვაწე იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ადამიანებს ფიზიკურად აწამებდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, არც შიმშილი იყო ნაკლები, არც გაჭირვება და ტარიფებიც განუხრელად იზრდებოდა.

მაშინ, მე გაზეთ “ალია”-ში” მქონდა საავტორო გვერდი, სადაც ორი სტატია გამოვაქვეყნე, აქედან ერთი ვახო სანაიას ეხებოდა, მეორე ნანუკა ჟორჟოლიანს… წიკვინა ვახო მაშინ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველ არხზე მუშაობდა და იცით, როგორ პრობლემურ, საზოგადოებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვან თემებს აშუქებდა? მაგალითისთვის, მის ერთ-ერთ გადაცემაში, რომელსაც მე ზემოთ ნახსენები სტატია მივუძღვენი გაშუქებული იყო თემა რამდენად ხშირად აქვთ ქართველ ქალებს თავის პარტნიორებთან ორგაზმი!

საერთოდ არ ვხუმრობ! მართლა ეს იყო მისი გადაცემის თემა და ანონსში პირდაპირ ჟღერდა ფრაზა – “ცხოვრება ორგაზმის გარეშე! როგორია ის? ვახო სანაია…” ამა და ამ დღეს ამა და ამ საათზე… სწორედ ამას ვწერდი მაშინ გაზეთ “ალიაში” რომ ქვეყანა იქცევა, ადამიანები კი, საქართველოში, ორგაზმის კი არა, ლუკმაპურის გარეშე ცხოვრობენ – მეთქი! და ეს ჩვენი ჟურნალისტები რეებზე აკეთებენ გადაცემებს – მეთქი… ეს იყო სწორდ იმ სტატიების მთავარი აზრი… ნანუკა ჟორჟოლიანი კი, მიშა სააკაშვილთან ინტერვიუს გვთავაზობდა, სადაც მას უსვამდა ასეთ კითხვას – “ვაიმე, ბატონო მიშა, უნდა გკითხოთ, თქვენც გაქვთ სახლში ჩუსტები, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს?” არა, ბატონო, არც ამჯერად ვხუმრობ! სწორედ ეს კითხვა დაუსვა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიშას და ანონსშიც ეს ჰქონდა გამოტანილი! სწორედ ამ თემაზე დავწერე გაზეთ “ალიაში” ჩემს საავტორო გვერდზე ერთ-ერთი წერილი!

ვერ გეტყვით, უკვე გაარკვიეს თუ ვერა ვახომ და ნანუკამ როგორია ცხოვრება ორგაზმის გარეშე და სააკაშვილი უჩუსტებო ღმერთია თუ ჩუსტებიანი მოკვდავი, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა უკვე ორივე მათგანი ხალხზე მჭმუნვარე და მოფიქრალი ჟურნალისტების იმიჯით ცდილობს საზოგადოების გულის მოგებას…

სასაცილოა ყოველივე თუ სატირალი, თავად გადაწყვიტეთ…. მე უბრალოდ გული მ ერევა… ისე, “პირველი არხის” არქივში ვინმემ ამოიღეთ ვახო სანაიას მაშინდელი გადაცემები და გააკეთეთ კოლაჟი, რა თემებს აშუქებდა –  მაგაზე უარესი გაბანძება რაღა გინდათ?”– წერს ბაკურ სვანიძე.

თქვენი კომენტარი?