საქმე ეხება მუქარას ჩემი ოჯახის მიმართ, ბოლო ამოსუნთქვამდე გამოგეკიდები – დავით ქაცარავა

607
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

სამოქალაქო მოძრაობა “შეაჩერე ოკუპაცია”-ს დამფუძნებელი დავით ქაცარავა მისი ოჯახის მიმართ მუქარაზე საუბრობს.

“ვფიქრობდი დამეწერა ეს პოსტი თუ არა, მაგრამ გადავწყვიტე მაინც ამის გაკეთება. 2017 წლის 23 ივლისამდე, იმ დღემდე, როდესაც პირველ საპატრულო ჯგუფთან ერთად გავიდოდი პატრულირებაზე საოკუპაციო ზონაში, ვცხოვრობდი მშვიდად, ავად თუ კარგად, ვაკეთებდი ჩემ საქმეს. 
23 ივლისმა კარდინალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

როდესაც მივიღე გადაწყვეტილება დამეწყო ანტისაოკუპაციო მოძრაობა, ვაცნობიერებდი რომ უამრავ მტერს შევიძენდი. ესეც მოხდა და ამაში არაფერი გასაკვირი არაა. მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები ყველას გავცე პასუხი ნებისმიერ მტრულ ქმედებაზე. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი.

მაგრამ დღეს საქმე ეხება მუქარას ჩემი ოჯახის მიმართ და მხოლოდ ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია და გადაწყვეტილება, მითუმეტეს რომ ის ადამიანი(საჯაროდ შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ეს ადამიანი ჩემთვის) თავის ფეისბუქ სივრცეში აქვეყნებდა შეურაცხმყოფელ „სქრინებს“ ჩვენი მიმოწერიდან, სადაც ჩემი პასუხები არ ჩანდა. მისი მტრული დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ ანტისაოკუპაციო აქტივობიდან, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ვაწარმოებთ ბოლო 18 თვის განმავლობაში და ზუსტად ეს გახდა ამ ადამიანის გაღიზიანების და მტრობის მიზეზი.

მისი მუქარა შეეხო ჩემ ოჯახს, რომლის განადგურებითაც ის ადამიანი დამემუქრა.დამემუქრა არაერთხელ და გარკვევით!!! მე ვიცი როგორ გავცემ პასუხს ნებისმიერ ადამიანს, ვინც მემტერება, მაგრამ ჩემ ოჯახთან მიახლოება კი არა, მასზე გაფიქრებაც კი არ გაბედოს არავინ! მიწის ქვეშიდან ამოვთხრი და ათჯერ უფრო ღრმად დავმარხავ მას, ვინც ჩემ ოჯახს გაეკარება და თუნდაც რამე ზიანის მიყენებას გაიფიქრებს! მის სახელს და გვარს არ ვწერ შეგნებულად,  დარწმუნებული ვარ რომ წაიკითხავს! არც მიპასუხო!  გადადი მოქმედებაზე, მაგრამ გპირდები, ჩემ ცოლ-შვილს, დედ-მამას ვინც გაეკარება, ბოლო ამოსუნთქვამდე გამოგეკიდები ვინც არ უნდა იყო და შედეგმა გაგაკვირვოს! იგივე გაფრთხილებას ვუკეთებ ნებისმიერ სხვას, ვინც მტრად აღმიქვამს!  მეომეთ მე, ოჯახთან მიახლოება არ გაბედოთ”– აცხადებს დავით ქაცარავა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE