MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ქართველმა სტარტაპერებმა პირველი ქართული კლავიატურა “ჰარი” (Hary) შექმნეს, რომელიც უკვე გაყიდვაშია. კლავიატურის შექმნელები, მსახიობი გიორგი შარვაშიძე და არქიტექტორი სანდრო ანდღულაძე არიან.

როგორც სტარტაპერებმა “დღის იმედის” ეთერში თქვეს, ამ ეტაპზე კლავიატურის ყიდვა მომხმარებელს ონლაინ შეუძლია, თუმცა მოლაპარაკებები ადგილობრივ კომპანიებთანაც მიდის, რათა მათ დახლებზეც გამოჩნდეს ქართული კლავიატურა.

შემქმნელები ამბობენ, რომ კლავიატურის გამოყენება ადვილი და მარტივია, რადგან მომხმარებელს არ უწევს მაგალითად “ჭ”, “ჟ” ან “შ” ასოების ასაკრეფად shift კომბინაციის გამოყენება, ყველა ქართული ასო კლავიატურაზე უკვე დატანილია.

პირველი ქართული კლავიატურა “ჰარი” სადენიანია და ის 38 ლარი ღირს.

პირველი ქართული კლავიატურა

პირველი ქართული კლავიატურასტუმრები: გიორგი შარვაშიძე და სანდრო ანდღულაძე#აქიმედია

Gepostet von დღის იმედი I Dgis Imedi am Freitag, 28. Dezember 2018

თქვენი კომენტარი?