სამწუხაროდ, იმედის და “Postv”-ს ადგილები არის თავისუფალი – გიორგი გახარია

456
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიის წარომადგენლებს უკვე ოპოზიციის ფლანგიდან პირველად პასუხობს. მან მადლობა გადაუხადა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ვინც მის შეხვედრას ესწრება და განსაკუთრებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ “იმედი”-ს და POSTV”-ს წარმომადგენლები მის შეხვედრას არ ესწრებიან.

გიორგი გახარია “იმედს” ექსკლუზიურად სთავაზობს, რომ დაუთმოს პირდაპირი ეთერი, როგორც ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიამ საქართველოში.

“სამწუხაროდ, “იმედი”-ს და Postv-ს ადგილები არის თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ვთხოვეთ, რომ აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. მოგეხსენებათ, “იმედი” დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა, უბრალოდ, ამას თავის ახსნაც აქვს, მე ზუსტად ვიცი, რომ “იმედი”-ს ბევრი ჟურნალისტი ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს დღეს მათი ტელევიზია აქ წარმოდგენილი.

საპასუხოდ, მინდა ღიად, საზოგადოების წინაშე, იქიდან გამომდინარე, რომ “იმედი” ყველასთვის გასაგები არის ყველაზე მაღალი რეიტინგის მატარებელი ტელევიზია, შევთავაზო მათ ჩემი პირველი ეთერი ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში, თუ რა თქმა უნდა მათი სურვილი იქნება”– განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?