რუსთაველის თეატრში გამართული საქ.ბანკის საქველმოქმედო ნადიმი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

656
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

საქართველოს ბანკის ორგანიზებით რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა მაღალმთიან რეგიონებში სოციალურად აქტიური ახალგაზრდების მხარდაჭერას

ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორები ესწრებოდნენ, ქველმოქმედებისთვის 300,000 ლარამდე თანხა შეგროვდა და ახალგაზრდების დიდ ბრიტანეთში განათლების მიღებას მოხმარდება.

აღნიშნულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ნაწილი უარყოფითად შეხვდა და ამის მიზეზი გახდა ადგილი, სადაც აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა. ფეისბუქ მომხმარებლებისთვის მიუღებელია თეატრში ნადიმის გამართვა.

“ეს წელი თეატრზე საუბრით დავიწყე და თეატრზე საუბრით დავამთავრებ. მაგრამ ამჯერად არაფერს ვიტყვი სასიამოვნოს. დანიის სამეფო მართლაც საბოლოოდ დალპა, თუ ლპობამ ამ შენობაშიც შეაღწია.

დიახ, თეატრიც დაალპეს, თუ რუსთაველის თეატრის დარბაზშიც კი, იქ სადაც დიდი რეჟისორები და მსახიობები ეპოქალურ სპექტაკლებს ქმნიდნენ, ახლა დანაჩანგლის ფრიალია და პირში გაქანებული საკვების ღეჭვის ხმა. ფოტოს დახედეთ. რუსთაველის თეატრია ეს და საქართველოს ბანკის კორპორატივი. თქვენ მოგმართავთ:

Rustaveli Theatre – რუსთაველის თეატრი ,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო , განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო , Mikheil Giorgadze , საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ,საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ,საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

იცით თუ არა თქვენ, რომ ასი წლის წინ ქართველი ხალხის მიერ შეგროვებული თანხის მეშვეობით იქნა ეს შენობა შეძენილი , რომელიც შემდეგ ხალხმა თეატრალურ საზოგადოებას გადასცა. ახლაც ხალხის ხარჯზე არსებობს, მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული კაპიკებით გარემონტდა და იმისთვის, რომ ახლა დუქნად გადაქცეულიყო?
და ვისი, დიდი მარჯანიშვილის, ახმეტელის, თუმანიშვილის მიერ ნაფერები თეატრი? ან თუ იცით, რა მსახიობებს აქვთ აქ ნათამაშები? იცით , რა ნიჭით შექმნილი დღესასწაულები იყო აქ? საერთოდ გესმით, რა მნიშვნელობა აქვს ამ თეატრს ჩვენთვის? რა, საქართველოს ბანკმა სხვა ფართი ვერ ნახა, რუსთაველის თეატრში რომ არ ემარიაჟათ მოწვეულ ფულის ტომრებს გაქონილი სახეებით?, და კულტურის სამინისტრომ ამის ნებართვა მისცა? და თეატრის ხელმძღვანელობამ?

და რა მიზანიც არ უნდა ჰქონოდა ამ ვახშამს, რა საქველმოქმედოც არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო ყველაზე უღირსი სპექტაკლი უღირსი პერსონაჟებით.
ბარემ ქორწილები გადაიხადეთ, ბარემ ქელეხიც.. თქვენ მალე თეატრიდან თეატრსაც გამოასვენებთ. თქვენი სირცხვილია ეს! 

და ჩვენი, ხალხის, შეურაცხყოფა და ამის გამო,სხვა ბევრი რამის გამოც, სულ მალე, პასუხი მოგეთხოვებათ ყველას, ვინც ქართული თეატრი ამ დღემდე მიიყვანეთ. პასუხს მოგთხოვთ, გპირდებით!”- წერს ფეისბუქ მომხმარებელი სახელით “გუჯა ბიძია”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE