ივანიშვილი ბედნიერია როცა კვესიტაძეს უტევს და თვლის რომ მოუგო – ნინო ჯანგირაშვილი

311
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებენ სოციალურ ქსელში. ნინო ჯანგირაშვილის წერს.

“ძალიან შოკმედეგი ვარ. ანუ წუხანდელი შოკის მერე აზრზე მოვედი და გადავწყვიტე ჩამოვწერო რა გავიგეთ ივანიშვილის ინტერვიუდან. ერთი გრძელი სტატუსის ნაცვლად პატარ–პატარა სტატუსებად ჩამოვწერ. პირველ რიგში რუსთავი2:

ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი წლის თავზე ისევ აბოდებს რუსთავი 2ზე. ყველა გადაცემა ნანახი აქვს პირადად. დებატების პასაჟებს აანალიზებს. გაბუნიას ციტატები დააქვს ბეჭდური სახით და იშველიებს საჭიროებისამებრ. 

ბედნიერია როცა კვესიტაძეს უტევს და თვლის რომ მოუგო.  ქვეყნის სხვადასხვა მიმდინარე პრობლემებზე დასმული კითხვებისას ძლიერ არგუმენტად თვლის კვესიტაძის ქმარი რომ ოდესღაც ხელისუფლებაში იყო იმას. 

ბოლო ექვსი წელი რუსთავი2 ის დამარცხებისთვის იბრძოდა და ვერ დაამარცხა, ოღონდ ბედს არ ურიგდება და გადაწყვიტა კიდევ ერთხელ სცადოს. ანუ მომავალ ერთ წელს მთლიანად რუსთავი2 თან ბრძოლას დაუთმობს.”– წერს ნინო ჯანგირაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE