ბოლო ამბები
01/12/2024

მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში

გაზიარება

მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში”- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის სახელით გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში.

“ყველა ვინც არის უკრაინის მხარეს არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ისტორიის სწორ მხარეს. ყველა ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს განუდგა და შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის.

არამხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეები არის დათვლილი.
ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მოვემზადოთ X მომენტისთვის.
მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად და ამის შემდეგ თუ შემეძლება დავბრუნდე ჩემს სახლში უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის გუნდს ქვეყნის აღორძინებაში.”- წერს სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა