ოქრიაშვილის შემთხვევაში მაინც მეტისმეტია – დავით ბერძენიშვილი

281
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი, კახა ოქრიაშვილზე წერს:

“ვინც მოვიდა გაუმარჯოს”, პერმანენტული მედროვე და ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში გადამხტომი კახა ოქრიაშვილი ვარდების რევოლუციას და მიშას დარბაზში დახვდა.

მას მერე ხელისუფლებისაა, რა მნიშვნელობაა, რომლის. ბიძინას პროპორციულის ჩაგდებაში კი ემსახურა, მაგრამ იმან მაინც გააგდო.

ეს რომ ვინმეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობაში შეიტანს ეჭვს, რა სასაცილოა. პარტნიორი ოპოზიციური ფრაქციისადმი ამ ხეპრეს სრულიად უსაფუძვლო ბრალდება რომ მისი ბლოკისა და ფრაქციისთვისაც პოლიტიკურად ხელშემშლელია, ალბათ, აუხსნიან ენმ- ს ხელმძღვანელები.

კი მესმის, რომ ადამიანს აქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი, ხელშეუვალი უფლება, იყოს უტიფარი და უვიცი, მაგრამ ოქრიაშვილის შემთხვევაში მაინც მეტისმეტია.”- წერს დავით ბერძენიშვილი.

თქვენი კომენტარი?