გიორგი გახარიას შეფასება ბიძინა ივანიშვილის წერილზე

206
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილის წერილზე, გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ამასს ელოდა, თუმცა არა ასე სწრაფად და ასეთი ფორმით.

„ეს განცხადება ჩემთვის მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“ – ამბობს ექსპრემიერი.

„ამ განცხადებაში არის ორი საკითხი – რომ გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და რომ გიორგი გახარია არის მოღალატე. ძალზედ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე – რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი – რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ ოცნება ორი – რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

ეს ჩვეულებრივი ტყუილია. და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა. არაფერი სხვა მნიშვნელოვანი იქ არ არის.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქცია”-ში.

თქვენი კომენტარი?