ეს სპეკულაცია უნდა დამთავრდეს და მე ეს ამნისტია არ მჭირდება არაფრად – გიორგი გახარია (ვიდეო)

855
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საქმეზე, ამნისტია არც მას და არც შტურმის ორგანიზატორებს არ უნდა შეეხოთ. ამის შესახებ მან გადაცემა ‘რეაქცია”-ში სტუმრობისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ასე იყო. მე ვარ ის საჯარო მოხელე, რომელიც როგორც კი არალეგიტიმურად მის პირდაპირ მოვალეობაში, პასუხისმგებლობის ზონაში ერევიან და და მე არა მაქვს შესაძლებლობა რომ ლაპარაკის და მოლაპარაკებების საფუძველზე კომპრომისს მივაღწიო – მე რა თქმა უნდა გადავდგები, ვინც არ უნდა იყოს ეს – ბიძინა ივანიშვილი ან კიდევ ვიღაც სხვა.

არა აქვს ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა… რომ ამოვწუროთ ეს თემა – მე დღეს ვარ ოპოზიციურ ფლანგზე. ჩემი კონკურენტების ერთი ნაწილი არის ხელისუფლებაში და დაიწყონ გამოძიება როგორიც უნდათ და მეორე არის პარლამენტში და შექმნან კომისია – ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. და ეს იქნება ჩემი მოქმედების ღირებულება ყოველ ნაბიჯზე, იმიტომ რომ მე არა მაქვს ამის შიში. მე ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ – ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ.’’ – განაცხადა ექსპრემიერმა და პარტია „საქართველოსათვის“ თავჯდომარემ გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?