პარლამენტმა 20-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის მეორე მოსმენით პროექტი მიიღო

236
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

77 მომხრე, 23 წინააღმდეგი – პარლამენტმა “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.

საკითხი ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. კანონპროექტის შინაარსის თანახმად ამ მოვლენებზე ბრალდებული და მსჯავრდებული ყველა პირი გათავისუფლდება. ამასთან, არის დათქმა, რომ ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი ისეთი კონვენციური დანაშაულები, როგორიცაა წამება და არაადამიანური მოპყრობა.

თქვენი კომენტარი?