კულტურის მინისტრმა კულტურის ხელშეწყობის პროგრამის პრიორიტეტები და დასაფინანსებელი პროექტები გამოაცხადა

144
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ იმ პრიორიტეტებსა და პროექტებს, რომლებსაც კულტურის სამინისტრო დააფინანსებს მიმდინარე წელს მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რომლებიც გამოყოფილი გვაქვს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.” – ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

სულ 12 პრიორიტეტია:

1. ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა;

2. ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;

3. ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;

4. ქართული კინოს ხელშეწყობა;

5. სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;

6. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა;

7. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა;

8. კულტურაზე ხელმისაწვდომობა;

9. მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებები;

10. ინოვაციური და თავისუფალი პროექტები;

11. კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;

12. Covid -19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირება;

1. ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა:

• საქართველოში ლიტერატურული ფესტივალების/წიგნის ბაზრობების ხელშეწყობა;

• ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ და მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა“

• იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი

• სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა

• ჟურნალი “კულტურა პლუსი”

• „ახალი ქართული წიგნი“, საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა

• პროექტი “ცოცხალი წიგნები”

• იშვიათობად ქცეული და საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)

• წიგნი-ალბომებისა და საიუბილეო წიგნების გამოცემა;

• მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის პროექტი: ქართველი კლასიკოსები ინგლისურად – მრავალტომეულის მომზადება

• ქართული საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა

2. ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა:

• პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით;

• “საქართველოს თეატრალური საზოგადოების” ხელშეწყობა;

• სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა რეგიონულ თეატრებში;

• რეგიონების პროფესიული თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯებით;

• თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა;

• კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა;

• ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა.

3. ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა:

• მუსიკალური ფესტივალების ხელშეწყობა;

• სტუდენტთა და პროფესორთათვის მასტერკლასების ხელშეწყობა;

• პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ხელშეწყობა;

• კლასიკური მუსიკის კონცერტების ხელშეწყობა;

• ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა;

• კლავირის და პარტიტურის ელ.ვერსიის შექმნა – რევაზ ლაღიძის „ლელა“;

• სახელოვნებო სკოლების/სასწავლებლების მუსიკალური პროექტების ხელშეწყობა.

4. ქართული კინოს ხელშეწყობა:

• ქართული კინომემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა (ჩამოტანა, აციფვრა, რესტავრაცია)

• ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის სარეკლამო კამპანიის ხელშეწყობა

• საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა

• კინოს პოპულარიზაცია “საჯარო კინოდარბაზის პროექტის” ფარგლებში

• დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა

5. სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა:

• ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფორუმის „არტისტერიუმი“ ხელშეწყობა

• ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით სამუზეუმო ფონდების შევსება

• საფრთხეში მყოფი ქართული მოზაიკის აღრიცხვა/რესტავრაცია

• ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი – „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“

• ქართული კარიკატურის ხელშეწყობა

• ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova

6. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა:

• სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება

• ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა

• საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი

• კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების პროექტების ხელშეწყობა

• ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა

• კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა

• ქართული ხალხური სასცენო სამოსის აქსესუარების ოსტატთა ხელშეწყობა

• საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობა

7. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა:

• ხალხური შემოქმედების განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით ფოლკლორის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა

• ფოლკლორული ექსპედიციები

• თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა

• ქართული ხალხური ცეკვის მასტერკლასები

• რეგიონებში სალოტბარო სკოლების ხელშეწყობა

• ფესტივალი “არტგენი”-ს ხელშეწყობა

• ქართული ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო-ჰარმონიის სახელმძღვანელოს შექმნა

8. კულტურაზე ხელმისაწვდომობა:

• ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის მხარდაჭერა

• კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – რეგიონული პროექტების ხელშეწყობა

• დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით

• ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან

• ღია და ალტერნატიულ სივრცეებში (სკოლა, მუზეუმი, ბიბლიოთეკა) კლასიკური მუსიკის კონცერტები

• კულტურული პროექტები/ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის

• ერთი შემოქმედი (მსახიობი, მხატვარი, მწერალი, ხელოვნებათმცოდნე და სხვ.) სოფლად

• შემოქმედებითი და საგამომცემლო პროდუქციის რეალიზაციის კონცეფციის შემუშავება

9. მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებები:

• ჯაზ-ფესტივალების ხელშეწყობა

• რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი

• ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა

• საიუბილეო ღონისძიებები

10. ინოვაციური/თავისუფალი პროექტები:

• ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშების შექმნა

• ტურისტული გიდებისათვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება

• ხელოვანთა სასტიპენდიო/სარეზიდენციო შვებულების ხელშეწყობის პროგრამა

• ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა

• პროექტი “არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად”

• ლიტერატურული აგენტის ინსტუტუტის ჩამოყალიბების ხელშეწყობა

• კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა

11. კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა:

• ქართული კინოსა და კინოინდუსტრიის კვლევა

• ქართული თეატრის პრობლემატიკის კვლევა

• კვლევა ბავშვებს შორის წიგნთან დაკავშირებით

• შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის „საგანძურში“ დაცული ექსპონატების „თავგადასავალი“

• XX ს.-ის ქართული ხელოვნება : საბჭოთა პერიოდის ქანდაკება

12. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირება:

• თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობა

• მუსიკოსების, მწერლებისა და სხვა თავისუფალი ხელოვანების ხელშეწყობა

• სამინისტროს სისტემაში დაზარალებული კულტურის ორგანიზაციების საოპერაციო და სხვა აუცილებელი ხარჯები.

ბრიფინგის ბოლოს მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ჩამოთვლილი პროექტი სამინისტროს მიერ 90% და მეტ შემთხვევაში დაფინანსდება და ხელშეწყობილი იქნება კონკურსის წესით და მოუწოდა ყველას, რომ კიდევ ერთხელ გაეცნონ კულტურის მინისტრის 3 ივნისის ბრძანებას და მის ფორმულარებს და სწორედ ამ დოკუმენტაციით იხელმძღვანელონ სამინისტროში პროექტების წარმოდგენისას.

თქვენი კომენტარი?