ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ “ქართულ ოცნებაში” ძალიან უჭირთ და ეჭვობს 43 პროცენტის აღება შეძლონ

405
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ზვიად ძიძიგური უკვე სხვა განცხადებებს აკეთებს “ქართულ ოცნებაზე” და ეჭვობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტი აიღოს. ამ საკითხზე მან “პალიტრანიუსი”-ს ეთერში ჩართვისას ისაუბრა.

ძიძიგური ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილმა დატოვა იმის განცდა, რომ პარტიაში ძალიან უჭირთ.

“ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ლუსტრაცია იმისი, თუ რა მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილის წერილი ამბობს, რომ მათ ძალიან უჭირთ, 43%-ის აღების ძალიან დაბალი შესაძლებლობა აქვთ.

 თქვენ ხედავთ რამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია გიორგი გახარია პოლიტიკაში გამოჩენამ. პოლიტიკურ სივრცეში არ დარჩა არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას არ გამოხმაურებია და უარყოფითად არ გამოუყვანია. ხელისუფლება გონს არ არის ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ლუსტრაცია იმისი, თუ რა მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“.

 ბიძინა ივანიშვილის წერილი ამბობს, რომ მათ ძალიან უჭირთ, 43%-ის აღების ძალიან დაბალი შესაძლებლობა აქვთ და გახარია არის „ნაციონალებთან“ შეკრული, ამიტომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა არ უნდა იფიქროს, რომ გახარიას დაუჭიროს მხარი – ეს არის ამ წერილის მთელი არსებობის არსი. ამით კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა რეალობისგან ძალიან დაშორებულია. ეს წასული კაცის მიერ დაწერილი განცხადება არ არის და ძალიან რომ გაუჭირდათ იმიტომ გააკეთეს ეს.

„ქართული ოცნების“ რიგებში დაწყებულია ძალიან სერიოზული გადინების პროცესი და ისინი ძირითადად გიორგი გახარია პარტიას ირჩევენ იმისათვის, რომ პოლიტიკური საქმიანობა განაგრძონ. სწორედ ამით აიხსნება მმართველი ძალის დღევანდელი რიტორიკა, რომლებიც ამბობენ, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია. გახარია ელექტორალური თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას უქმნის „ქართულ ოცნებას“, მათი ამომრჩევლისთვის ძალიან სწორი ტექსტები აქვს გიორგი გახარიას“ – ამბობს ძიძიგური.

თქვენი კომენტარი?