ირაკლი კობახიძემ მურუსიძის გაპრავების მასტერკლასი დადო – მერაბ მეტრეველი

239
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ლევან მურუსიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

“ირაკლი კობახიძემ მურუსიძის გაპრავების მასტერკლასი დადო.  მისი დემონიზირება მას მერე მოხდა, რაც დამოუკიდებელი გახდაო. ერთ რამეში ვეთანხმები. როცა ის იუსტიციის საბჭოს მდივანი გახდა, ხმა მართლაც არავის ამოუღია და არც მისი გირგვლიანის საქმის მოსამართლეობა გახსენებია ვინმეს.

ეს მართლაც მერე, მოგვიანებით მოხდა და ამაში სავარაუდოდ მართლაც ერია ნაცების ხელი, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ნაცებისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებელი გახდა, როგორც ამას ბატონი ირაკლი ამბობს, არამედ იმის გამო, რომ ნაცებისგან გათავისუფლდა და ბიძინას ჩაბარდა.  თუმცა ბიძინა ხომ ანგელოზია და მისი მორჩილება დამოუკიდებლობას უდრის, ეტყობა.

ოღონდ კობახიძეს ახლა მთავარი ავიწყდება. მურუსიძეს და ადეიშვილის სხვა მისამრთლეებს მარტო ნაცები კი არ ერჩიან, პირველ რიგში – ოცნების ძირძველი მხარდამჭერები და თუ ეს კამპანიაც ნაცებს უნდა შეტენოს, ოცნების მთელი აქტივის ნაცებად გამოცხადება მოუწევს.”- წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE