როგორ არ უნდა მიულოცოთ ახალი წელი

468
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ფეისბუქ მომხმარებლები ხშირად ვაწყდებით “მოვლენას” როდესაც სხვადასხვა დღესასწაულს სტანდარტული ტექსტებითა და თუ ციმციმა ანიმაციებით გვილოცავენ, თუმცა უმეტესობას მილოცვის მსგავსი ფორმა აღიზიანებს და ხშირად პასუხსაც არ გიბრუნებთ უკან, რადგან საყოველთაოდ გაგზავნილი მილოცვის ტექსტი ცუდ ტონად ითვლება.

რჩევა მათ, ვინც მილოცვას უგზავნის მეგობარს, ან ახლობელს. დაწერეთ ინდივიდუალური ტექსტი და ის სიტყვები, რაც გულიდან მოგდით და არა ინტერნეტიდან დაკოპირებული ტექსტები თუ ციმციმა ფოტოები, ან სულაც რამდენიმე წლის წინ მომზადებული ვიდეოები, რომელიც რეალურ დროს დიდი ხანია აცდენილია და 2019 წლის დადგომას 2012 წლის ვიდეოთი ნუ მიულოცავთ. ასე უფრო მოიგებთ ახლობელი ადამიანის გულს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE