MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ‘ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შესახებ საუბრობს:

“ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! – მოგწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა თუ არ მოგწონთ, ირაკლი კობახიძე რომ სამართლის დოქტორი, ერთ-ერთი უძლიერესი თეორეტიკოსი იურისტი და კონსტიტუციონალისტია, ლექციებსაც კითხულობს და წიგნებსაც წერს, ეს ახალი ამბავია?!

ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზეც გვინახავს და სატელევიზიო ინტერვიუსა თუ დებატშიც. როგორ ართმევს თავს ყველაზე კრიტიკულ შეკითხვასაც კი, ესეც ვიცით!

ვიმეორებ: თუ მისი პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონთ, მისი პროფესიული და მეცნიერული საქმიანობა უნდა გააქილიკოთ?!

მიდით, კაცო, მიდით და ეკამათეთ კონსტიტუციაზე და კონსტიტუციონალიზმზე!
თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მასთან ამ საკითხებზე საკამათოდ თავს აღარავინ გაიმეტებს, რადგან, რამდენჯერაც მივიდნენ, იმდენჯერ დარწმუნდნენ საკუთარ არაკომპეტენტურობასა და არაკვალიფიციურობაში, საერთოდ უვიცობას თუ არ ვიტყვით!

რატომ გგონიათ, რომ სხვისი პოზიტიური მხარის აღნიშვნა თქვენ გაკნინებთ?!
პირიქით, ოქროებო, პირიქით: ირაკლი კობახიძის წიგნებზე ღლიცინით თქვენს უწიგნურობასა და უგუნურებას წარმოაჩენთ!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?