ბოლო ამბები
09/02/2025

მეშვიდე შემოვლის შემდეგ ინგა გრიგოლია იყვირებს ყვირილითა საშინელითა, განსკდებიან და ჩამოიქცევიან ზღუდენი პარლამენტისანი და განილტვებიან ზარგანხდილნი სპანი ოცნებისანი

გაზიარება

“ჟეოღჟიის პღეზიდანმა საქართველოს ავიახაზებს ბოიკოტი გამოუცხადა!
საქართველოს ავიახაზებმა მადამ პრეზიდანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა!
ასეთი რამ თვით ევროპაშიც არ უნახავთ! ისმის კითხვა, როგორ იფრენს მადამ პღეზიდანი”- წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება ბოლო დღეების მოვლენებს, რომელიც რუსეთიდან პირდაპირ ფრენებს, უვიზო მიმოსვის აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს ეხება.

“ჯერ-ჯერობით, ცოცხებით ფრენა არაა მიღებული საერთაშორისო ურთიერთობებში.
ისევ ჩერეზ ერევანი სჯობს, ზვარტნოცი მაინც სულ სხვაა.

ამასობაში საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ შაბაშები იმართება.
როგორც გავიგე, ახალი გეგმა აქვთ-ბიბლიური. იერიქონის აღების სქემაა.

შვიდჯერ შემოუვლიან შენობას და მეშვიდე შემოვლის შემდეგ ინგა გრიგოლია იყვირებს ყვირილითა საშინელითა, განსკდებიან და ჩამოიქცევიან ზღუდენი პარლამენტისანი და განილტვებიან ზარგანხდილნი სპანი ოცნებისანი.

განიხილებოდა გირჩის მეთოდი, მსწრაფლჩამხდელების რიცხვის გაზრდა და მოულოდნელი და მასობრივი ჩახდა, მაგრამ ეს თათბირი უარყოფილ იქნა, რადგან ბრძოლის ამ მეთოდს მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება სპეციალური დანიშნულების ძალების საბალეტო დასი დაუპირისპიროს.

მე ვურჩევდი, რომ სოფო ჭყონიას გეი-ჩვენება აიღონ მოდელად. მოაწყონ გრანდიოზული გეი-დეფილე. თბილისის საპატიო მოქალაქე და ბრწყინვალების ორდენის კავალერი დემნა გვასალიაც ჩამოვა და ევროპაც მხურვალედ დაუჭერთ მხარს.

აღსდგება 14 პარტიის გეი-ერთიანობა, ახალ ფანჩატურულ მოძრაობას ჩაეყრება საფუძველი! ანტიფანჩატურელნი სირცხვილეულ იქნებიან! თანაც, რა იცი, ასეთ შემთხვევაში რამდენ პოტენციურ მოკავშირეს გაუჩნდება ქამინგ აუტის სურვილი!
გაუბედეთ! ანშანტე!”- წერს სოსო მანჯავიძე.

სხვა ამბების წაკითხვა