ტექნიკური პრობლემა თუ ე.წ ლიბერალური ფრთის შანტაჟი? – რატომ არ რთავს “სილქნეტი “ალტ-ინფო”-ს მაუწყებლობას?

384
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კომპანია “სილქნეტს” ტელეკომპანია “ალტ-ინფო”-ს სიგნალის გავრცელება ამ დრომდე არ დაუწყია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი აბონენტები ვერ ახერხებენ “ალტ-ინფო”-ს ყურებას.

ტექნიკური პრობლემა თუ ე.წ ლიბერალური ფრთის შანტაჟი? ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რამდენიმე ცნობადმა სახემ “სილქნეტი”-ს ფეისბუქ გვერდი საჯაროდ მონიშნა და დატუქსა იმის გამო, რომ “ალტ-ინფო” მათ ქსელშიც გავიდოდა.

მათ შორის იყვნენ: ეკა კვესიტაძე, ლაშა ბუღაძე, ნატა ფერაძე და სხვები.

“ალტ-ინფო”-ს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ე.წ ლიბერალური ფრთის შანტაჟის თუ ზეწოლის შედეგად მათი არხის მაუწყებლობა განზრახ ფერხდება, ხოლო თავის მხრივ “სილქნეტი” აცხადებს, რომ არის ტექნიკური პრობლემა, თუმცა ეს არგუმენტი “ალტ-ინფო”-ს მესვეურებისთვის არადამაჯერებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ივნისს “სილქნეტი”-ს აბონენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომ მათ ქსელში “ალტ-ინფო” ჩაირთვებოდა, სწორედ ამ დღიდან დაიწყო ე.წ ლიბერალური ფრთის საჯარო ბულინგი ამ კომპანიის მიმართ და სწორედ ამ დღის შემდეგ ფერხდება “ალტ-ინფო”-ს სიგნალის გავრცელება.

თქვენი კომენტარი?