ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი – პრემიერი

131
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული.

„ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, ის რაც არის განსაზღვრული წინა ნატოს სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში – ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი კომენტარი?