კოლეგებზე წერა არ მიყვარს, მაგრამ ართქმაც არ შემიძლია ისე გავბრაზდი – მერაბ მეტრეველი

1259
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კოლეგებზე წერა არ მიყვარს, მაგრამ ართქმაც არ შემიძლია ისე გავბრაზდი:
გავიგე, რომ ეს ხელისუფლება არ მოგვწონს (არც მე მომწონს), მაგრამ საინფორმაციო გამოშვება იმის მიხედვით ხომ არ უნდა ავაწყოთ, ვინ მოგვწონს და ვინ არა?

ფაქტია, მოხდა უმნიშვნელოვანესი ამბავი: საქართველომ ფაქტობრივად პირველად მოახერხა წარმატებით შეესრულებინა შუამავლის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში და შედეგად 15 სომეხი ტყვე გათავისუფლდა, თან ეს ყველაფერი გაკეთდა ამერიკასთან თანამშრომლობით. საქართველოს ამის გამო მადლობას უხდის სახელმწიფო დეპარტამენტი, სომხეთის პრემიერი.

ჩავრთე დღეს ე. წ. კრიტიკული არხების საინფორმაციო გამოშვბები, “მთავარმა არხმა” 12 საათიანში საერთოდ არ ახსენა. ვითომ არც მომხდარა ამბავი. “ტვ პირველმა” და “ფორმულამ” კი სადღაც გამოშვების ბოლოში გაუშვეს ნიუსი.
“იმედს” რაღაზე დასცინით, აბა?”– წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში:

ამ თემაზე:

ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – პრემიერი

ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

თქვენი კომენტარი?