20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ გიორგი გახარიას დაეტოვებინა შს-მინისტრის თანამდებობა – ირაკლი კობახიძე

204
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირაკლი კობახიძის თქმით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების სემდეგ გუნდში იყო მოსაზრება, რომ გიორგი გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, თუმცა ეს საკითხი რაღაცამ შეცვალა. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “მთავარი არხი”-ს ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა.

“20 ივნისის შემდეგ უახლოეს პერიოდში იყო ასეთი მოსაზრება, რომ გახარიას დაეტოვებინა შს მინისტრის თანამდებობა და ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო. თუმცა რაღაცამ შეცვალა შემდეგ ეს გადაწყვეტილება.

რაღაცამ შეცვალა და არა ვიღაცამ ვერ ვიტყვი რა იყო ეს რაღაც, თუმცა ამის დროც გარკვეულ მომენტში დადგება”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თქვენი კომენტარი?