ე.წ. სახალხო დამცველმა წლების განმავლობაში შეიქმნა სამწუხაროდ, ისეთი რეპუტაცია, რომ ხალხი მას არ ენდობა – ლევან ვასაძე

286
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მოძრაობა “ერი”-ს დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სახალხო დამცველის შესახებ ისაუბრა და ნინო ლომჯარია ეკლესიაზე შეტევის ერთ-ერთ მონაწილედ დაასახელა.

„ეს ადამიანი არის სახალხო დამცველი ქვეყანაში, სადაც ეს მოხდა და წლების განმავლობაში თითი თითზე არ ურტყამს, რათა მოხდეს ამ ადამიანების უფლებების აღდგენა, ღირსების აღდგენა, ქონების დაბრუნება. გვეუბნება, რომ მეტი საქმე აღარ დარჩა უფლებების აღდგენის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ მტკიცებულებების გარეშე მღვდელმთავარს, რომელმაც ცხოვრება შესწირა ბავშვების აღზრდას, დევნოს და დაუნგრიოს რეპუტაცია.

შავით თეთრზეა ყველაფერი. ჩვენ არ ვართ მომხრე ნამდვილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა, ჩვენ ვართ მომხრენი, რათა ისჯებოდეს ცილისწამება, შეურაცხყოფა და შუღლის გაღვივება. ვფიქრობ, რომ ამ ე.წ. სახალხო დამცველმა წლების განმავლობაში შეიქმნა სამწუხაროდ, ისეთი რეპუტაცია, რომ ხალხი მას არ ენდობა.

ადამიანი, არის სახალხო დამცველი ქვეყანაში, სადაც ასობით ათასი ადამიანის უფლების ხელყოფა მოხდა და არ ესარჩლება ამ უფლებებს. ადამიანმა შეიქმნა რეპუტაცია, რომლისადმი დამოკიდებულებასაც ვხედავთ. მე ძალიან კარგად მესმის, რატომ ვერ იწვევს ქალბატონი ნინო ლომჯარია ნდობასა და სიმპათიას ჩვენს მოსახლეობას, არამარტო ეკლესიის წარმომადგენლებში, რადგან დილიდან საღამომდე აკეთებს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ეკლესიისა და ტრადიციების დანგრევაზე, დისკრედიტაციაზე, არაფერს აკეთებს ამ გაუბედურებულ ქვეყანაში, რათა იმ ხალხს, მასას ხალხისა და ბიზნესებისა, ვისაც მართლა შეულახეს უფლებები, აღუდგინოს ეს უფლებები და ღირსებები“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

თქვენი კომენტარი?