ბოლნისში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ცემით მოკლა

203
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბოლნისში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ცემით მოკლა. შემთხვევა 12 ივნისს მოხდა.

შსს-ს ცნობით გამოძიება დაწყებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  სასჯელი კი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 12 ივნისს,
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას,
მეუღლეს – 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის
შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

თქვენი კომენტარი?