ქალმა ცოცხალი ლეკვები ტომარაში ჩასვა, თავი მოუკრა და წყალში გადაყარა – სადიზმის მორიგი შემთხვევა თბილისში

286
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სადიზმის მორიგი შემთხვევა თბილისში, ამბავი 14 ივნისს მოხდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინი გრიგალავა წერს, შეესწრო შემთხვევას, როდესაც მისთვის უცნობმა ქალმა ცოცხალი ლეკვები ტომარაში ჩასვა, თავი მოუკრა და წყალში ჩაყარა.

“ისეთ რაღაცას შევესწარი,რომ ეს განცდა დიდი ხნის მანძილზე გამყვება. მინდა ასეთ საზოგადოებას მივმართო, ვისაც ძაღლი გასართობად უნდა, ძაღლიც სულიერი არსებაა, რომელსაც არანაკლებ ზრუველობა სჭირდება!

ძაღლი მოდა არ არის, გყავდეს და მორჩა ძაღლი დიდ თანხასთან ასოცირდება.
როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, ხიდთან შევნიშნე ქალი, რომელსაც ტომარა ეკავა და გამიკვირდა, ვიფიქრე რას შვრება თქო, შემდეგ მომესმა ლეკვების წკმუტუნი და ხეს ავეფარე, რადგან კარგად დავკვირვებოდი რას აკეთებდა, უცებ ხელი გაუშვა ტომარას და ჩააგდო წყალში, საკმაოდ დიდი მანძილი იყო ხიდსა და წყალს შორის.

გავშრი, გავიყენე, ირგვლივ ყველაფერი დაბნელდა და ვერ გავიაზრე რა მოხდა, რომ გადააგდო ეგრევე წავიდა, მეც მის წასვლას ველოდებოდი, რომ ჩავსულიყავი და სიცოცხლე მეჩუქნა პატარებისთვის.

ძლივს მოვახერხე ჩასვლა, რადგან ძალიან ცუდი დაღმართი იყო და შევნიშნე წყალს როგორ მიჰქონდა ტომარა, რა თქმა უნდა,წყალში შევედი უცებ, არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება ტანსაცმელი ან ბოტასები გამფუჭებოდა, წყლიდან ამოვიტანე და თავი ძლივს მოვუსენი, რადგან საკმაოდ მაგარი ნაჭერით იყო გაფსკვნილი, ამიტომ გამიჭირდა

სანამ ჩავიხედავდი ვნატრობდი, რომ ყველა ცოცხალი ყოფილიყო, ხელი მიკანკალებდა, განვიცდიდი, ვტიროდი, როგორ შეიძლება მსგავსი ბოროტება ჩაიდინო?!როდესაც ჩავიხედე ტომარაში, ეგრვე მომხვდა თვალში,რომ ერთი მკვდარი იყო, ალბათ ბოლოში ეგ იყო და თავი დაარტყა,თუმცა დანარჩენი ორი ცოტა უკეთესად იყო, სუნთქვა უჭირდათ და გონზე არ იყვნენ, ამოვიყვნე  და სულს ვუბერავდი ჰაერი რომ ჩაესუნთქათ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო ეს პატარა გოგოები გადავარჩინე და ვაჩუქე სიცოცხლე, რითითაც საკმაოდ ბედნიერი ვარ, თუმცა ეს ტრავმა დიდხანს გამყვება,არცერთს არ გისურვებთ მსგავს რამეს შეესწროთ.

ახლა კი, რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ძაღლს სიკვდილით არ გაუსწორდეთ, დასვით სადმე და თავის თავს როგორმე მოუვლის, ნუ განასხვავებთ უბრალო ძაღლს ჯიშიანი ძაღლისგან, ყველა ერთნაირად საყვარელი და კარგია რასაც ადამიანზე ვერ ვიტყვი! ეს ყველაფერი ძაღლისადმი სიყვარულმა გამაკეთებინა”- წერს ნინი გრიგალავა.

თქვენი კომენტარი?