ჩემი გაშავება არჩიეს, მეწყინა – გიორგი ღოღობერიძე გადაცემა “პრაიმშოუ”-ს წამყვანებზე

3112
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გადაცემა “პრაიმშოუ”-ს წამყვანებმა ონკოლოგიის რეზიდენტისა და მომავალი ექიმის, გიორგი ღოღობერიძის დაკნინება სცადეს და ეს გამოჩნდა იმ დამოკიდებულებიდან, რაც მათ საუბარში იგრძნობოდა მის მიმართ. როგორც გიორგი ღოღობერიძე წერს, გადაცემა “პრაიმშოუ”-ს  გვერდიდან ასევე წაიშალა მისი გამოსვლის ფრაგმენტიც.

“მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში და ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
პრაიმშოუს გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს… ჩემ გარდა კოვიდ პანდემიის დროს ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს.

არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ “რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი! მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება”– წერს გიორგი ღოღობერიძე.

თქვენი კომენტარი?