გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადება პარლამენტში შესვლის შემდეგ

330
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გრიგოლ ვაშაძემ რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია და ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული.

„აქტიურად ვიქნები ჩართული. სიმართლე გითხრათ, ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, ფრაქციის წევრებთან. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი – 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება“, – განაცხადა ვაშაძემ.

თქვენი კომენტარი?