პოლიციამ სოფელ გუმათთან განთავსებული რკინის ჯებირები მოხსნა

176
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიციამ სოფელ გუმათის შესასვლელთან რკინის ჯებირები მოხსნა. ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს.”- ნათქვამია განცხადებაში.

ამ საკითხზე ასევე ისაუბრა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა და განმარტა, რომ ეს არის მათი და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობა, რაც ბარიკადების მოხსნასთან ერთად ითვალისწინებს საპოლიციო ძალების გაყვანას და აქციის მონაწილეებისთვის იმ ადგილზე დაბრუნებას, სადაც პროტესტი მიმდინარეობდა.

თქვენი კომენტარი?