კრისტიან ერიქსენს კანქვეშ სპეციალური მოწყობილობას ჩადგმა დასჭირდება

261
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კრისტიან ერიქსენს სპეციალური მოწყობილობის “კარდიოვერტერული დეფიბრილატორის” ჩაყენება დასჭირდება, რომელიც კანქვეშ მოთავსდება და გულს სპეციალურ ელექტრულ იმპულსებს გადასცემს.

ერიქსენი კვლავ საავადმყოფოშია და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, 29 წლის ნახევარმცველი შაბათს, კოპენჰაგენში, ფინეთთან მატჩის დროს შეუძლოდ გახდა და გული გაუჩერდა. დროული და ეფექტური ჩარევის შედეგად ის გადარჩა.

ექიმის თქმით,  შემთხვევიდან 30 წამში ერიქსენი უკვე გონზე იყო და ესაუბრებოდა. მისივე ცნობით, ფეხბურთელს ტვინის დაზიანება არ მიუღია.

თქვენი კომენტარი?