ბიძინა ივანიშვილის სურვილით შეწყვეტილი გვაქვს მასთან კომუნიკაცია – ირაკლი კობახიძე

219
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბიძინა ივანიშვილის სურვილით შეწყვეტილი გვაქვს მასთან კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც შედგა პარტიის ყრილობა”– განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას.

“ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქმედებით დაადასტურა, რომ მას არ აქვს ინტერესი პოლიტიკური პროცესების მიმართ, ის მთლიანად გამიჯნულია დამთელი ამ დროის განმავლობაში არ ჰქონია არცერთი საჯარო გამოსვლა”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რაც წამყვანისთვის ნაკლებად დამაჯერებელია, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ბიძინა ივანიშვილი არ ერეოდეს გადაწყვეტილებების მიღებაში და ერთ-ერთ მაგალითად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება დაასახელა.

თქვენი კომენტარი?