კურდღელი ვნახეთ ჩვენ 17 თებერვალს – ირაკლი კობახიძე გახარიაზე

697
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე გადაცემა “რეაქციის” სტუდიაში სტუმრობისას გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამავე სტუდიიდან მას კურდღელი უწოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ზოგადად, გიორგი გახარიას ახასიათებს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაზეც ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, ეწყინა თუ არა მას, როდესაც გახარიამ მისი მისამართით სიტყვა კურდღელი გამოიყენა.

“რანაირად უნდა მეწყინოს? კურდღელი ვნახეთ ჩვენ 17 თებერვალს, მანამდე როცა  ალყა არ დაშალა, 20 ივნისს ვნახეთ კურდღელი, მისგან მე ეს ვერ მეწყინება ბუნებრივია” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თქვენი კომენტარი?