ჩემი აზრით ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ “ლგბტ” პრაიდის ჩატარებაზე – ირაკლი კობახიძე

1154
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ჩემი აზრით, სრული კონტექსტის გათვალისწინებით ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას “ლგბტ” თემის მიერ დაგეგმილ ე.წ  ღირსების მარშთან  დაკავშირებით, რომელიც 5 ივლისიდან უნდა გაიმართოს.

ირაკლი კობახიძის პასუხზე ინგა გრიგოლია ჩაეკითხა  – “რატომ, ეკლესიას უგორებთ კოჭს? ლევან ვასაძის მუქარას ექვემდებარებით? ახალგაზრდა კაცი ხართ – რაზეც მან უპასუხა:

“მთელი კონტექსტის გათვალისწინებით ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება. ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამის გათვალისწინებით პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით ეს არ უნდა დაეგეგმათ”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თქვენი კომენტარი?