ჩაცმის წესები რომის პაპთან შეხვედრისას

608
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვატიკანში ვიზიტის ამსახველი ფოტოები, რომელზეც რომის პაპთან შეხვედრაა ასახული, სოციალური ქსელის ცალკეულ მომხმარებლებში ქილიკის საგნად იქცა და მის ჩაცმულობას დასცინეს, თუმცა, როგორც ჩანს, მოქილიკეებს წარმოდგენაც კი არ აქვთ სპეციალურ დრეს-კოდზე, რომელიც რომის პაპთან ვიზიტის დროს უნდა იქნას დაცული და ამის არაერთი მასალა არსებობს ინტერნეტ სივრცეში.

ვატიკანში, რომის პაპთან შეხვედრისას აუცილებელია ჩაცმის წესის დაცვა  ე.წ დრესკოდი, რაც განსაზღვრულია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

ქალბატონებისთვის: აუცილებელია შემოსილი იყოს გრძელმკლავიანი შავი ფერის კაბით, (უნდა ფარავდეს მუხლებს)  ხოლო თავსაბურავად შავი ფერის მანტილია, თუმცა არსებობს გამონაკლისიც, როდესაც ქალბატონებს თეთრი ფერის კაბა შეუძლიათ ჩაიცვან, ეს ეხებათ კათოლიკე პრინცესებსა და დედოფლებს.

მამაკაცებისთვის: დაშვებულია გრძელი შარვალი (მოკლე დაუშვებელია)

უნდა ატარონ გრძელი შარვალი და მოკლე მკლავები მაისურები ან პერანგები.  ოფიციალურ წესებში არ არის შორტები.

ვინაიდან ზაფხული შეიძლება ძალიან ცხელი იყოს, ვატიკანი ზოგჯერ ცვლის წესებს და მამაკაცებს საშუალებას აძლევს, ატარონ შორტები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ყოველთვის ასე არ უნდა იყოს და ოფიციალურ სამოსში არ არის მითითებული შორტები.

კაცებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომ ქუდის მოხდა საჭიროა ნებისმიერ ეკლესიაში ან სამლოცველოში შესვლამდე, რომელშიც შედის წმინდა პეტრეს ტაძარი და სიქსის სამლოცველო.

ახლა კი გადავხედოთ ფოტო-არქივს და რომის პაპთან შეხვედრებს:


ანჯელინა ჯოლის შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკესთან
პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი
დონალდ ტრამპი მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად
ჯორჯ და ლორა ბუშებთან აუდიენცია
ბარაკ და მიშელ ობამები
ბილ და ჰილარი კლინტონები – 1994 წელი (რომის პაპ იოანე პავლე მეორესთან აუდიენციაზე)

 

თქვენი კომენტარი?