მთავრობის წევრებისა და უმრავლესობის გასვლითი შეხვედრა გაიმართა

153
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის წევრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, მინისტრებმა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, თავიანთი უწყებების მიერ მომზადებული თემატური პრეზენტაციები წარადგინეს.

შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები მონაწილეობდნენ.

თქვენი კომენტარი?