იღუმენ იონასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

233
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“2019 წელს მას მღვდელმსახურება ნამდვილად შეუჩერდა. საკითხი ეხებოდა მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელ ზნეობრივ გადაცდომას. ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს შევიწროების საჩივრით მომართა, არ იყო არასრულწლოვანი, თუმცა საჩივარში აღნიშნული ზნეობრივი დანაშაული გახლდათ. ამ ფაქტის გამო, იღუმენ იონას დაედო საეკლესიო სასჯელი და შეუჩერდა მღვდელმსახურება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვებაში მომჩივანს პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

 ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა სხვა შემთხვევის შესახებ. ამჯერად იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი. დამტკიცების შემთხვებაში მსგავსი ფაქტი შეფასდება, მძიმე დანაშაულად, თუმცა საპატრიარქოსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არც მანამდე და არც შემდგომში არავის მოუმართავს. თავად იღუმენი იონა კომისიაზე იყო დაბარებული და ყველა ბრალდება უარყო.

 ცნობისათვის:

ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა განიხილება კომისიაზე და დადასტურების შემთხვევაში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.”– ნათქვამია განცხადებაში.

ამ თემაზე იხილეთ TV პირველის მასალა

https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/5425-mkotsnida-da-intimur-adgilebze-mekheboda-akhalgazrda-qali-igumen-ionas-seqsualur

თქვენი კომენტარი?