MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, სანდო წყაროსგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ბესელია შესაძლოა 3 იანვარს უმრავლესობის რიგებიდან გაირიცხოს და ამას პირადად ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს.

“საკმაოდ მძიმე ამბავი გავიგე დღემდე სანდო წყაროსგან. (ხვალ თუ დადასტურდა  ამბავი, ვაღიარებ, რომ ეს წყარო მუდმივად ყურადსაღებია)

ხვალიდან, პოლიტიკური თვითწმენდა საკმაოდ შოკისმომგვრელი ამბით დაიწყება. ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც “ნაღმზე აფეთქდება” ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. “ნაღმი” საკმაოდ ბანალურია – კორუფციის თემა.

წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი “ომეგას” მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად.

თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება “ქოცნებას”. – აცხადებს გია აბაშიძე.

თქვენი კომენტარი?