არავის შესაწყალებელი არ მჭირს, არ ვაპირებ ვაშაძეს ამ თხოვნით მივმართო – სააკაშვილი

309
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა “რუსთავი2”-ის გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას მის შესაძლო შეწყალებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არავის შესაწყალებელი არ სჭირს. სააკაშვილის განცხადებით, ამ თხოვნით მას არც გიორგი მარგველაშვილისთვის მიუმართავს და არც გრიგოლ ვაშაძისთვის აპირებს.

“ვისი რა მჭირს შესაწყალებელი? ალბათ ვიღაცაში გერევით, საქართველოდან თითზე გადასახვევი არ წამიღია არაფერი. რაც კი მქონდა ყველაფერი ჩავდე  ჩემ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ჩემი ოჯახი ცხოვრობს ზუსტად იქ, სადაც ჩემ პრეზიდენტობამდე და ბევრად უარეს მატერიალურ პირობებშო, ვიდრე ჩემ პრეზიდენტობამდე და მე არცერთი სხვა დანაშაული არ მიმიძღვის საქართველოს წინაშე გარდა იმისა, რომ ავაშენე ქართული სახელმწიფო. მე არ ვაპირებ შეწყალების თხოვნას, გრიგოლ ვაშაძეს არ მოუწევს ჩემი შეწყალება და ვაპირებ უფლებების დაცვას სამართლებრივად” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE