“2 დღის წინ გამაფრთხილეს, სიბინძურეს ამზადებენ, მზად იყავიო” – ეკა ბესელიას გამოხმაურება მის შესაძლო გარიცხვაზე

319
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ანალიტიკოს გია აბაშიძის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით 3 იანვარს, ეკა ბესელიას პირადად ბიძინა ივანიშვილი გარიცხავს პარტიის რიგებიდან.

“ახლა მითხრეს გია აბაშიძის სტატუსის თაობაზე … ამას ბოდვაც აღარ ქვია… არ მინდა ვიფიქრო რომ დაავალეს და ეს სიბინძურე დააწერინეს( ასეთად არ ვიცნობდი) 2 დღის წინ გამაფრთხილეს შანტაჟისთვის ამზადებენ რაღაც სიბინძურეს და მზად იყავიო.

იმდენი ბრძოლა მაქვს გადატანილი რაღა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ეს ოქუაშვილი რატომ ახსენეს ვერაფრით მივხვდი… არც ვიცნობ პირადად… ვერც შინაარსში შევდივარ იმდენად დიდი სისულელეა…. მოკლედ, ახლა არ ვარ საქართველოში, 6 ში ვბრუნდები და ყველა ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული პირადად მზად ვარ ღია და საჯაროდ ვესაუბრო.

ვიცი რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლე ბა მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილი მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს.. მეღიმება მაინც ეს რამ მოაფიქრათ”– წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

ეკა ბესელია შესაძლოა პირადად ბიძინა ივანიშვილმა გარიცხოს პარტიიდან?

თქვენი კომენტარი?
IMG.GE