განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

“შთამომავლობით КГБ-ს აგენტი ელენე ხოშტარია მე ქვეყნის საფრთხედ მაცხადებს და თავს იწონებს,- აი, ხომ არ მივდივარ და ხომ არ ვესვრი ქვებს ინაშვილის პარტიის აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად ხომ არ ვეხებიო.

თან, 5 ივლისის მარშის კონტექსტში ლაპარაკობს და ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა საუკეთესოდ აქვს ათვისებული საბჭოთა უშიშროების სკოლის მეთოდოლოგია, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად მოწყვეტილი თემების განზრახ მიბმას გულისხმობს.

КГБ- ს ამ ერთგულ კადრს ვინმემ გადასცეს: როდის იყო ქვებით გამოვეკიდე. მართლა მეცინება… მიწიდან ქვის აღებაზეც კი არ დავხარჯავ მისთვის ენერგიას. სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებისთვის მჭირდება.

ქვების რა გითხრათ და… ხოშტარიას მთელი პოლიტიკური გუნდი სადაც იყო გასაგზავნი, კი იცით, მაგრამ ივანიშვილმა ისე გულმოდგინედ “იღვაწა” მათ გადასარჩენად, რომ ბოლოს “ქართული ოცნება” გადააკეთა “ნაციონალურ ოცნებად”, ამიტომაც ვართ იმ “პადვალში”, სადაც ვართ.

ხოშტარიას ამ კომენტარზე ჩემი მეგობრის ძაღლის ისტორია მახსენდება. აქვე, ვერაზე, ჩემი მეგობრის უზარმაზარ ნაგაზს მუდმივად უყეფდა და ერჩოდა მეზობლის პუდელი. გაივლიდა ჩემი მეგობრის ძაღლი, შეხედავდა გაკაპასებულ პუდელს და… მშვიდად, ყოველგვარი შეტევის გარეშე, ფეხს აწვდა და მიაფ….და. გაიარე, რა, ქალბატონო ხოშტარია, შენს წონით კატეგორიაში იჭიდავე.

P.S. დღეს ტამიშის ბრძოლის დღეა. თითქმის 30 წელი გავიდა ამ ტრაგიკული, უმძიმესი დღიდან. მე რომ ტამიშზე დუშეთის გმირულად დაცემულ ბატალიონს ვტიროდი, ხოშტარია მოსკოვის რომელ ინსტიტუტში სწავლობდა, ეტყობა, ხშირად უნდა გაახსენონ.”- წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქზე.

თქვენი კომენტარი?