გედევან ფოფხაძე “ქართულმა ოცნებამ” არ მიიღო

267
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გედევან ფოფხაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, უკან გაიწვიეს. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა

“ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, ამის გაპროტესტებას არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ყველა საკითხზე, მათ შორის კონკრეტულ საკითხზე”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE