ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის მუშაობაში ჩარევა არ ისურვა

336
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ფრაქციის მუშაობაში ჩარევა არ ისურბა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და ყველა გადაწყვეტილება მის გარეშე იქნა მიღებული, მათ შორის გედევან ფოფხაძის გაწვევა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან.

ქუცნაშვილის თქმით, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი არ არის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, შესაბამისად მან აცილება მისცა მონაწილეობის მიღებას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. კითხვაზე, თუ ვინ დაიკავებს გედევან ფოფხაძის ადგილს, ქუცნაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა და  სავარაუდოდ იანვარ-თებერვალში განიხილავენ.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE