მინდა ეს წერილი “ქართულმა ოცნებამ” წაიკითხოს

402
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გამარჯობა, მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, წერილს გწერთ და მინდა რომ ეს წერილი ხელისუფლებამდე მივიდეს. უკვე მე-4 წელია უმუშევრად ვარ, უსახლკაროდ, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ნაქირავები ბინიდან გამომიშვა მეპატრონემ, ხან სად ვათევდი ღამეს და ხან სად.

ავტობუსის კონტროლიორად ვმუშაობდი, ხელფასიც მქონდა, ქირასაც ვიხდიდი და არც მშიერი ვიყავი, განსხვავებით დღევანდელი დღისგან, როცა 46 წლის კაცი ლამისაა თვითმკვლელობამდე მივიდე. ახლობელმა 1 თვის ქირა გადაიხადა, რომ თავი შემეფარებინა, თუმცა ამ თვეში არ ვიცი საიდან გადავიხადო ეს ფული, თან ისეთი ადამიანია მეპატრონე, რომ ერთ დღეს არ დამაცდის და გამიშვებს გარეთ.

ყველაფრის მიუხედავად ამ არჩევნებზეც მივედი და ხმა “ქართულ ოცნებას” მივეცი, ახლა მე მოგმართავთ ოცნების წარმომადგენლებო, ხომ ამბობთ გვერდით დაგვიდექითო, მე გვერდით გიდგავართ და თქვენც დაუდექით გვერდით ჩვენნაირ გაჭირვებულებს, საჯაროდ ვწერ ჩემ ტელეფონის ნომერს და ვისაც დახმარების სურვილი გექნებათ დამიკავშირდით, ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენგანის იმედზე ვარ.

დამეხმარეთ, რომ მუშაობა მაინც დავიწყო, სად არ ვცადე და ყველგან მითხრეს, “კაცი” გინდა ზევითო… არ მყავს ეს კაცი ზევით და რა ვქნა? შიმშილით მოვკვდე? ვინ დამეხმარება?


ჩემი ტელეფონია: 591 92 88 51 – გიორგი

თქვენი კომენტარი?