“ოჰ, ბიძინა, ბიძინა, რაღაცეებში მართლაც რა ნიჭიერი კაცი ხართ – არჩილ გამზარდია

251
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

არჩილ გამზარდიას პროგნოზი “ქართული ოცნების” გუნდში მიმდინარე პროცესებზე.

“ოჰ, ბიძინა, ბიძინა, რაღაცეებში მართლაც რა ნიჭიერი კაცი ხართ ბატონო ბიძინა. ბიზნესის სტრატეგიით ალაგებთ პოლიტიკურ ბაზარს.

თუ ისე გაგრძელდა ყველაფერი, როგორც მოჩანს, “ქართული ოცნების” დაშლის გზით, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას პოლიტიკურ ბაზარზე:

1. კონსერვატიული ფლანგის ლაითი ვარიაცია შედარებით დასავლური ელფერით – “ოცნების” “ძველი” ფლანგით.

2. ლიბერალური, პროდასავლური ელფერით – “ოცნების” “ახალი” თაობა.

3. აგრესიული კონსერვატორები და რადიკალი ანტინაცები შედარებით პრორუსული ელფერით – “ალიანსის” ფლანგით.

4. მემარცხენე ფლანგი – სოცდეკები პლუს და ა. შ.

ასეთი ოპერირების შემთხვევაში 2020-ში შევა პარლამენტში უფრო მეტი პარტია ერთი ჰიპერპარტიის ნაცვლად, რომლებიც ითამაშებენ ძირითადად ოპოზიციური ძალების ნიშით, თუმცა, როგორც ბიზნესში ხდება, ყველა მათგანის უკან იქნება ერთი მფლობელი.

ასე ყველა პოტენციურად თავისუფალი ოპოზიციური ძალის ნაცვლად მივიღებთ მართვად და ჩანაცვლებულ ხელოვნურ ოპოზიციას.

თუმცა, შეიძლება ივანიშვილის ქმედებებში მე უფრო მეტი ლოგიკა ამოვიკითხე, ვიდრე რეალურად არის და სინამდვილეში “ქართული ოცნება” დაადგა ფსც-ს ბიუროკრატიულ ნაწილს, რაც ფირმის სასიცოცხლო ციკლში კვდომის ერთ-ერთი წინა ეტაპია.”– წერს გამზარდია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE