კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის გამო ბიძინა ივანიშვილი გუნდის წევრებს გაუბრაზდა

314
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო გუნდზე გაბრაზებულია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარი უკმაყოფილება პარტიის ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზეც გამოხატა. ამ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის გუშინდელ სხდომაზე წამოჭრა, სწორედ „კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი იყო. სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილმა დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შესძლო და მისი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საჭიროება შეიქმნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ინიციატივის საზოგადოებამდე სწორად მისატანად მმართველ გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ამასთან, წყაროს ცნობით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის გაწვევის შედეგად ქვეყანამ „დიდი ფული“ დაკარგა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE