“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ნაწილი საბოლოოდ დაემსგავსა ნაცსექტას, ეს ძალიან საშიში ხალხია – ბონდო მძინარაშვილი

489
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ქართული ოცნების”  ე.წ ახალგაზრდული ფრთის ნაწილს საშიშ ადამიანებად მიიჩნევს. ამის შესახებ მოსაზრებას ის სოციალურ ქსელში წერს.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ნაწილი საბოლოოდ დაემსგავსა ნაცსექტას. მამუკა მდინარაძე ქოჩორა მიშა მაჭავარიანი გახდა. ჰო, მართლა, მაჭავარიანი როგორ არის? 
ეს ძალიან საშიში ხალხია!  ნაცსექტას რებრენდინგი აღარც სჭირდება – აგერ არიან ნიღბით და უნიღბოდ: დააკვირდით ამ ახალგაზრდებს და ადვილად მიხვდებით, საით მიაქანებენ ქვეყანას ეს ლუპუსტაკები.”– აცხადებს მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE