იმის შეგრძნება, რომ 30-წლიანი ქაოსის შემდეგ ცდილობ, დედაქალაქი სწორ გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი სიამოვნებაა – კახა კალაძე

465
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქისთვის წამოწყებული რეფორმები მომავლის თბილისზეა გათვლილი და მათი მიზანი ქალაქში არსებული 30-წლიანი ქაოსის დასრულებაა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მთავრობის ამოცანა პირველივე დღიდან, თბილისში ახალი სიცოცხლის შემოტანა და ქალაქის განვითარებაა.

„ქალაქის სათავეში დიდი ამბიციით მოვედით. გადაწყვეტილი გვქონდა, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გვინდოდა, თბილისში ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები – მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული, მომავლის  თბილისზე  გათვლილი.

იმის შეგრძნება, რომ თითქმის 30-წლიანი ქაოსის შემდეგ ცდილობ, დედაქალაქში, გარკვეულ სისტემაში სხვადასხვა სექტორი მოაქციო, შეუთავსო ერთმანეთს, განავითარო და სწორ  გზაზე  დააყენო, ყველაზე დიდი  სიამოვნება  და  დადებითი  მუხტია  ჩემთვის. როცა  პოლიტიკის  კეთებასთან  ერთად, ყოველდღიური საქმის კეთება გიწევს, რომელიც ხედავ, როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ  შენი შრომის შედეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი – ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს   დედაქალაქის  მერმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?