რა შემთხვევაში შეწყვეტს ბოიკოტს “ქართული ოცნება” ოპოზიციის მედიის მიმართ?

283
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

როდის მივა ხელისუფლება ოპოზიციის მედიაში? – ამ კითხვას უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ  „მთავართან“, „ფორმულასთან“ და „ტვ პირველთან“ თანამშრომლობას მაშინ განაახლებს მმართველი გუნდი, როდესაც ისინი პარტიული ტელევიზიის რეჟიმს დაუბრუნდებიან.

„შემიძლია დღესვე გითხრათ, როგორც კი ეს ტელევიზიები პარტიული რეჟიმიდან დაბრუნდებიან პარტიული ტელევიზიის რეჟიმში, მაშინვე განვაახლებთ მათთან კითხვა-პასუხს, მაშინვე განახლდება მათთან თანამშრომლობა. ეს არის ჩვენი დაპირება“, – განაცხადა კობახიძემ.”რუსთავი2″-ის ეთერში ჩართვისას.

თქვენი კომენტარი?