ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულია „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე კიდევ ერთი პირი

392
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის, მუქარით, უკანონოდ ხელშეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1955 წელს დაბადებული უ.დ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უ.დ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს,
თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, “ცისფერი გალერეას” მიმდებარედ ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2
ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის
პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის,
ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის
ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, კერძოდ:

• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ
ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე
დაკავდა 23 პირი;

• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში
მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან
სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3
პირი;

• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება
საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

თქვენი კომენტარი?