ჩემი რჩევაა მეგობრული, მესამე ძალაზე ოცნებას დაანებეთ თავი, თორემ არჩევნებზე თქვენი შედეგი 0 და რაღაც იქნება – გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას მიმართავს

874
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გუბაზ სანიკიძის თქმით, ე.წ მესამე პოლიტიკური ძალის ნიშა დღეს გიორგი გახარიამ დაიკავა, შესაბამისად სხვა ოპოზიციური ჯგუფების მცდელობა, რომ ამ პოზიციაზე დაიმკვიდროს თავი, პოლიტიკური განადგურების ტოლფასია.

“ღრმა პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ პოლიტიკურად განადგურება ელოდებათ მათ. ძვირფასო პოლიტიკოსებო, მოგმართავთ, მესამე ძალის გაკეთებას თავი დაანებეთ, ეს ძალა არსებობს უკვე გახარიას სახით, თქვენი ადგილი იქ აღარ არის უკვე, აი, გაგკრეფთ გახარია ყველას თქვენ. მესამე ძალაზე ოცნებას ოპოზიციაში დაანებეთ თავი, ჩემი რჩევაა მეგობრული, თორემ ჩატარდება ეს არჩევნები და ნახავთ თქვენ შედეგს, ერთნიშნა ციფრს კი არა, ნული მთელი რაღაც იქნება, ამას მკარნახობს ჩემი გამოცდილება გამარჯვებისაც და წაგებისაც, მესამე ძალა უკვე არსებობს, თუ გამოფხიზლდებით კარგს იზამთ “– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ TV პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკა”-ში სტუმრობისას.

თქვენი კომენტარი?