90-იანი წლების ყველაზე ცნობილ ქართველ რადიოწამყვანს დახმარება ესაჭიროება

584
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

90-იანი წლების ყველაზე ცნობილ რადიოწამყვანს DJ დინჯის (არჩილ ბუბუტეიშვილს) ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას. როგორც მისი მეგობარი ზაალ წულუკიძე წერს, მას დაუდგინდა მეოთხე სტადიის სიმსივნე მსხვილ ნაწლავზე.

“თანამედროვე მედიცინის უახლესი მეთოდებით მიდის მკურნალობა და არის პროგრესიც, მაგრამ დინჯის ამოეწურა ყველანაირი ფინანსური საშუალება! გთხვოთ ყველას, ვისაც მიუწვდება ხმა სხვადასხვა ფონდებთან და მეცენატებთან, გადავარჩინოთ ცოცხალი ლეგენდა და არ მივატოვოთ!”- წერს ზაალ წულუკიძე.
ანგარიშის ნომრები
GE18TB7057945061600027 თი.ბი.სი.
GE95BG0000000323426200 საქ.ბანკი.
მიმღები: არჩილ ბუბუტეიშვილი.
თქვენი კომენტარი?